ელექტრო საოფისე მაგიდა შექმნილია აქტიური და პროდუქტიული სამუშაო გარემოს მისაღწევად. მისი ექსკლუზიურობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი არის რეგულირებადი როგორც სიმაღლეში, ასევე სიგანეში. იგი აღჭურვილია ორი ჩუმი ძრავით, რისი მეშვეობითაც იოლად და სწრაფად ფიქსირდება თქვენთვის სასურველ სიმაღლეზე. მას გააჩნია ინტელექტუალური ოფციების და მეხსიერების კონტროლიორი, რომელიც მაგრდება მაგიდის ზედაპირზე. იგი იმახსოვრებს თქვენს სასურველ სიმაღლეს და ერთი ხელის დაჭერით დაიკავებს მას. ასევე ახორციელებს სხვადასხავა საჭირო ოპერაციებს, როგორიცაა სიგანეში რეგულირება, დაბრკოლების ამოსაცნობი სენსორი 8 სხვადასხვა სიმკვრივის მქონე საგნებისა . ამ ოფციის დახმარებით თავიდან ავირიდებთ უნებლიე საგნებთან მაგიდის ზედაპირის შეხება-შეჯახებას. სპეციალური მკრთალი განათების სისტემა იდეალურად ერწყმის ნებისმიერ სამუშაო გარემოს. მაგიდის ძრავა დაცულია გადახურებისა და გადატვირთვისაგან.
მიზნობრიობა: ეს არის იდეალური გამოსავალი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დიდი ხანი ატარებენ დროს სამუშაო მაგიდასთან. მათ ეძლევათ საშუალება სამუშაო პროცესის გაგრძელებისა მაშინაც კი, როდესაც სხვა დროს მოუწევდათ მისი შეწყვეტა. უბრალოდ უნდა მოახდინონ მაგიდის სიმაღლის ცვლილება, მათი ერგონომიული მოთხოვნილების შესაბამისად. ან, თუნდაც, გარკვეული პერიოდით სამუშაოს გაგრძელება მდგომიარე პოზიციიდან. აღსაღნიშნავია, რომ მაგიდაზე შესაძლებელია ნებისმიერი ზედაპირის დამონტაჟება, იქნება ეს ხე, დაშპონილი, თუ ლამინირებული მერქანბურბუშელოვანი ფილა.
დასახელბა: ელექტრო საოფისე მაგიდა.
მასალა: ფოლადი, ალუმინი, პლასმასი.
ძრავები: ჩუმი ფორმატის.
ზომები: ზომები: 1000 ~ 1500x600x620 1280 მმ
წონის ტევადობა: 125კგ.
სიგანის დიაპაზონი: 1000-1500მმ.
სიმაღლის დიაპაზონი: 620-1280მმ.
სვეტის სეგმენტი: სამი ეტაპის სვეტი.